logo_geo
eng_logo
ანდრია გვიდიანი: 9 მილიონის გაფლანგვაზეა საუბარი და ამ დროს, ვიღაც ადვოკატი ამბობს, მემორიალებზე გვირგვინის მიტანის გამო ასამართლებენო
- +

15 ნოემბერი. 2021. 16:21

 

 

ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს ეხმიანება და წერს, რომ სააკაშვილი ბიუჯეტის ფულით თავის ჰარამხანას აგულავებდა, ასევე, ყიდულობდა ბოტასებს და შვილებისათვის მობილურ ტელეფონებს.

 

როგორც გვიდიანი წერს, სასამართლო პატიმარ სააკაშვილს 9 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება.

 

„თავის ჰარამხანას ბიუჯეტის ფულით აგულავებდა, თავის ბოტასებს ბიუჯეტის ფულით ყიდულობდა, შვილსაც კი Iphone ბიუჯეტის ფულით უყიდა, ჯამში 9 მილიონის გაფლანგვაზეა საუბარი და ამ დროს, ვიღაც ადვოკატი ამბობს, მემორიალებზე გვირგვინის მიტანის გამო ასამართლებენო“, - წერს გვიდიანი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner