logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: მე-18 დაწესებულებაში არის ძალიან კარგი პირობები და ის კარგად აღჭურვილი საავადმყოფოა
- +

15 ნოემბერი. 2021. 16:30

 

 

„მე-18 დაწესებულებაში არის ძალიან კარგი პირობები და კარგად აღჭურვილი საავადმყოფოა. დავინახეთ ის პალატა, რომელშიც სააკაშვილია. ის არ ჰგავს ჩვეულებრივ საკანს, არის დიდი, ფართო, საკმაოდ კეთილმოწყობილი და ნათელი ოთახი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკას“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განუცხადა.

 

„იქ მუდმივად მორიგეობს ექიმების ჯგუფი და მზად არიან ნებისმიერ დახმარების აღმოსაჩენად, რომელიც მას შეიძლება დასჭირდეს., დღემდე ვერ მოვისმინეთ ვერცერთი არგუმენტი რა დახმარება შეიძლება დასჭირდეს ისეთი, რასაც ის საავადმყოფო ვერ აღმოუჩენს, რა კონკრეტული სამედიცინო მანიპულაცია არის ის, რისი გაკეთებაც შეუძლებელია, ამას ვერ ამბობენ, იმიტომ რომ ასეთი არ არსებობს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner