logo_geo
eng_logo
ვაჟა სირაძე: სამართალდარღვევის შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს კანონით გათვალისწინებულ მყისიერ ზომებს
- +

15 ნოემბერი. 2021. 16:57

 

 

თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, სამართალდარვევის შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს კანონით გათვალისწინებულ შესაბამის მყისიერ ზომებს.

 

როგორც ვაჟა სირაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მსვლელობისას ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიცია ადგილზე იმყოფება, რათა დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი.

 

„პოლიცია აქ არის იმისთვის, რომ დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი, უზრუნველყოს ქალაქში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება ამ ყველაფრის თაობაზე და ყველას განუმარტა შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის თაობაზე, ასევე იმის თაობაზე, თუ რა არის სამართალდარღვევა და რა არ არის. სწორედ ამისთვის არის აქ პოლიცია და პოლიცია მიიღებს კანონით გათვალისწინებულ შესაბამის მყისიერ ზომებს სამართალდარღვევის შემთხვევაში. არავის მივცემთ საშუალებას, მოახდინოს ქალაქის პარალიზება და კოლაფსი“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner