50 ათასამდე ადამიანს თურქეთის პასპორტი გაუუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ამ ნაბიჯით ხელისუფლება აჯანყების სავარაუდო მონაწილეების ქვეყნიდან გაქცევის აღკვეთას ცდილობს.
პასპორტჩამორთმეული ადამიანების უმრავლესობა თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაშია ეჭვმიტანილი.
თურქეთის შს მინისტრის ეფქან ალას ცნობით, სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამოძიების ფარგლებში, პასპორტი გაუუქმდა 49211 ადამიანს, 18 ათასზე მეტი დაკავებულია, მათ შორის 9700 დაპატიმრებულია.