logo_geo
eng_logo
საქსონიის სამედიცინო ასოციაციის თავმჯდომარე გერმანიის მთავრობას სავალდებულო აცრების შემოღებისკენ მოუწოდებს
- +

15 ნოემბერი. 2021. 18:10

 

გერმანელ ექიმებსა და საავადმყოფოს პერსონალს ანტივაქსერების მხრიდან აგრესიისა და ძალადობის მუქარის ქვეშ უწევთ მუშაობა. ექიმების განცხადებით, მათ მიმართ სულ უფრო მატულობს შეურაცხყოფისა და მუქარის წერილები. „დოიჩე ველეს“ უკვე არაერთი ექიმი დაუკავშირდა და გერმანულ კლინიკებში აგრესიული ატმოსფეროს შესახებ ისაუბრეს.

 

აღნიშნული ფაქტები კი ქვეყანაში რეკორდულად მაღალი ინფიცირების მაჩვენებლის ფონზე ხდება. გასულ ხუთშაბათს ქვეყანაში კოვიდინფიცირების 50 377 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ.

 

საქსონიის სამედიცინო ასოციაციის თავმჯდომარე ერიკ ბოდენდიკი გერმანიის მთავრობას სავალდებულო აცრების შემოღებისკენ  მოუწოდებს, რის გამოც ის ვარაუდობს, რომ მის მიმართ ძალადობრივი მუქარები კიდევ უფრო გახშირდება, თუმცა სამკურნალო დაწესებულების პერსონალს, მუქარების მიუხედავად, ვაქცინაციის პროცესი არ შეუწყვეტია. დღეს კი გერმანიის მთავრობა საქსონიაში მცხოვრები აუცრელი მოქალაქეების მიმართ მკაცრი შეზღუდვების ამოქმედებას გეგმავს.

 

წყარო: https://www.dw.com/en/covid-deniers-and-anti-vaxxers-threaten-german-doctors/a-59805953?fbclid=IwAR1D1xKQQIIO-4C1PC5TQuOFjRLykhyNk8dCKzBr15AnyzrN8spVRd4q-X0

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner