logo_geo
eng_logo
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის ვალის მართვის 2022-2025 წლების სტრატეგიის პროექტი კერძო სექტორთან განიხილა
- +

15 ნოემბერი. 2021. 18:31

 

 

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ  მთავრობის ვალის მართვის 2022-2025 წლების სტრატეგიის პროექტი კერძო სექტორთან განიხილა

 

შეხვედრა ონლაინ ფორმატში, Webex პლატფორმის საშუალებით გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა და  სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ ირაკლი კაჭარავამ.

 

შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ კერძო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო სტრატეგიის მიზნები და ძირითადი მიმართულებები.

 

როგორც აღინიშნა, სტრატეგია უზრუნველყოფს მთავრობის ვალის მართვის პოლიტიკის გამჭვირვალობას და აღნიშნული მიმართულებით ინვესტორების, კრედიტორების, სარეიტინგო სააგენტოებისა და საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდას.

 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დოკუმენტის პროექტი გამოქვეყნებულია ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე https://mof.ge/5231. პროექტის გამოქვეყნება ხაზს უსვამს სამინისტროს მზადყოფნას, გაითვალისწინოს როგორც კერძო სექტორის, ასევე, სხვა ყველა დაინტერესებული პირის შენიშვნა/კომენტარი. ორი კვირის განმავლობაში ვალის მართვის სტრატეგიის პროექტთან დაკავშირებული შენიშვნები/კომენტარები/კითხვები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელ. მისამართზე: fo@mof.ge. 

 

ორკვირიანი საჯარო განხილვის შემდეგ, დოკუმენტი წარედგინება მთავრობას  და გამოქვეყნდება მისი საბოლოო ვერსია.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner