საქართველოს პარლლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი მწუხარებას გამოთქვამს საპატიო ბოლნისელის, ბოლნისში თავისუფალი ჭიდაობის ფუძემდებლის კაკო ქუქჩიშვილის გარდაცვალების გამო.
„ბოლნისს კიდევ ერთი ღირსეული ადამიანი, კაკო ქუქჩიშვილი გამოაკლდა.მისი ღვაწლი თავისუფალი ჭიდაობის განვითარებასა და ახალგაზრდა თაობების აღრდაში ფასდაუდებელია.
ბატონი კაკო გახლდათ საპატიო ბოლნისელი, რომელმაც არაერთი წარმატებული მოჭიდავე აღზარდა და სიცოცხლის ბოლომდე ემსახურებოდა საყვარელ საქმეს.
გულწრფელად ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებს და მის აღზრდილ თაობებს, ამ მართლაც არაჩვეულებრივი ადამიანის გარდაცვალებას“, - წერს გოგი მეშველიანი „ ფეისბუქზე“
კაკო ქუქჩიშვილმა 1964 წელს ბოლნისში დაარსა პირველი სექცია თავისუფალ ჭიდაობაში.