„საპარლამენტო უმრავლესობის განხილვის ერთ-ერთი საგანი იყო მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, ასევე, 2022 წლის ბიუჯეტი, რომელსაც პარლამენტი განიხილავს“, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, 2022 წლის ბიუჯეტი შენიშვნებით დაუბრუნდება მთავრობას და უკვე 22 ნოემბერს მთავრობამ კვლავ უნდა მიმართოს პარლამენტს ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ.
„ჩვენ დეტალურად განვიხილავთ ყველა საკითხს. ვცდილობთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი მაქსიმალურად იყოს მორგებული მოქალაქეების საჭიროებებზე. უნდა აღინიშნოს, რომ უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი იყო საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტის რეკომენდაციების გათვალისწინების“, - აღნიშნა მდინარაძემ.