logo_geo
eng_logo
ბათუმის მერია: უსაფრთხოების მიზნით, რურუას ქუჩაზე მდებარე შენობიდან 72 ოჯახს ალტერნატიულ ფართში გადავიყვანთ
- +

16 ნოემბერი. 2021. 00:27

 

 

ბათუმის მერია რურუას ქუჩის #1ა-ში საცხოვრებელი შენობის ერთ-ერთი კუთხის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

„რურუას ქუჩის #1ა-ში დაფიქსირდა საცხოვრებელი შენობის ერთ-ერთი კუთხის დაზიანების ფაქტი. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, დაიწყო 72 ოჯახის ალტერნატიულ ფართში გადაყვანის პროცესი. უკვე დაიგეგმა საექსპერტო პროცედურები, რომელსაც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განახორციელებს.

 

მოხდება შენობის მდგრადობის შესწავლა, რის შემდეგაც მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. 2022 წლიდან დაგეგმილია ავარიული სახლების პროგრამის ამოქმედება, რომლის ბიუჯეტი 80 მილიონ ლარს შეადგენს“, - ნათქვამია ბათუმის მერის განცხადებაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner