logo_geo
eng_logo
დმიტრო კულება: ჩემი და ჩემი ქართველი კოლეგის მიპატიჟება რიგის მინისტერიალზე კარგი პოლიტიკური გზავნილია, მაგრამ ეს არ შეაჩერებს რუსეთს
- +

16 ნოემბერი. 2021. 00:58

 

 

 

„ჩვენ ახლა ფოკუსირებულნი ვართ შემაკავებელ ქმედებებზე. ყველაფერი, რასაც შეუძლია რუსეთის შეკავება და აგრესიული მოქმედებების დემოტავაცია, უნდა იყოს განხილული და გამოყენებული“, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ბრიუსელში განაცხადა.

 

მისი თქმით,საქართველოსა და უკრაინის მიპატიჟება რიგის მინისტერიალზე, კარგი გზავნილია.

 

„ჩემი და ჩემი ქართველი კოლეგის მიპატიჟება რიგის მინისტერიალზე, კარგი პოლიტიკური გზავნილია, კარგი შესაძლებლობაა, მაგრამ ეს არ შეაჩერებს რუსეთს. ეს შესაძლოა, იყოს მხოლოდ ერთი ელემენტი უფრო ფართო შემაკავებელი პაკეტის. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ აქტიურად იმუშაონ ერთმანეთთან, კოორდინირებულად აქ, ევროპასა და მის საზღვრებს გარეთაც, რათა დარწმუნებული იყვნენ, რომ ეს შემაკავებელი პაკეტი არის მაქსიმალურად ყოვლისმომცველი და შეძლებისდაგვარად ეფექტური“, – განაცხადა კულებამ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner