logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: რაც უნდა იძახონ ნაცსექტის ლიდერებმა, რომ ისინი გამოხატავენ ხალხის აზრს, მათი გამართული აქციები ყველაზე ნათლად აჩვენებს, რომ ეს არის ტყუილი
- +

16 ნოემბერი. 2021. 01:44

 

 

„ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ხელისუფლებაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ე. წ. სატელევიზიო "კარტინკა"!

ზოგადად, ხელისუფლებებს აშფოთებს ხალხის რეალური რაოდენობა და არა ტელებლეფი! ამიტომ, რაც უნდა იძახონ ნაცსექტის ლიდერებმა, რომ ისინი გამოხატავენ ხალხის აზრს, მათი გამართული აქციები ყველაზე ნათლად აჩვენებს, რომ ეს არის ტყუილი“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„კიდევ ერთხელ ვიტყვი:

"კარტინკა" არა, ხალხის რეალური პროტესტი ახდენს გავლენას!

ეს პროტესტი კი არსად ჩანს!

არც იქნება, თუკი ნაცსექტა დესტრუქციულ დღის წესრიგზე უარს არ იტყვის!

თქვენ შეანჯღრიეთ... კეფირი!“, - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner