საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი დირიჟორ ვახტანგ მაჭავარიანის „ფეისბუქ“-პოსტს ეხმაურება.
„ღმერთო, შენ გვიშველე!
მთავრობა, რაკი სააკაშვილი არ გადაგყავთ სამოქალაქო საავადმყოფოში მისი ნების თანახმად, ეს მაინც გადაიყვანეთ ფსიქიატრიულ განყოფილებაში მისი თანხმობის შემთხვევაში!
ეს რა ხდება, სულ გაგიჟდით?!
ღმერთო ჩემო!
ვახტანგ მაჭავარიანი წერს ამას, ვახტანგ მაჭავარიანი!“, - წერს მძინარაშვილი სოციალურ ქსელში და „სქრინს“ აქვეყნებს.