logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: სუბიექტები ვინც მაშინ მიტინგებს ხვრეტდა, დღეს „ნაცმოძრაობის: პარტიულ სიაში პირველ ოცეულში არიან გამოჯგიმულნი
- +

16 ნოემბერი. 2021. 02:44

 

 

 

„დაგიდოთ ფაქტები! ზუსტად ასეთივე ფორმით მიმდინარეობდა პროცესები 1991 წლის შემოდგომაზე! ზუსტად ასეთივე შიმშილობები მოთხოვნით: გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები, დაპატიმრებული ვაჟკაცები, ქვეყნის აღმაშენებლები! და რა მივიღეთ? მივიღეთ პ უ ტ ჩ ი! რის შედეგადაც ქვეყანაში გარეშე ძალების დახმარებით ჩამოგდებული იქნა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება! “, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ქვეყანაში გაბატონდნენ კრიმინალები!

მოკლე ხანში ამ პუტჩის შედეგად დაიკარგა საქართველოს ძირძველი ტერიტორიები! რაც დღემდე გრძელდება!

უმოკლეს ხანში  სწორედ, იმ "დემოკრატების" მიერ, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ  ითხოვდნენ დემოკრატიას იხვრიტებოდა მშვიდობიანი მიტინგები, მიდიოდა არნახული რეპრესიები!

ის სუბიექტები ვინც მაშინ მიტინგებს ხვრეტდა, დღეს ნაციონალური მოძრაობის პარტიულ სიაში პირველ ოცეულში არიან გამოჯგიმულნი და დეპუტატებად  მოვლინებულნი!

და რაც ნიშანდობლივია  ეს ამჟმინდელი ვითომ პოლიტსუბიექტები იგივეს აკეთებენ, რასაც აკეთებდნენ 30 წლის წინ!“, - წერს გვენეტაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner