ბელგიაში, ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, ტერაქტის მზადებაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს. როგორც „BBC" იტყობინება, შესაბამის ინფორმაციას ბელგიის პროკურატურა ავრცელებს. დაკავებულია ორი ძმა- 33 წლის ნურედინი და ჰამზა. მათი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა იარაღი ან ასაფეთქებელი მოწყობილობები ვერ აღმოაჩინეს.
„BBC"-ის ცნობით, 30 ივლისს სასამართლო დაკავებულთა წინასწარი პატიმრობის საკითხზე მიიღებს გადაწყვეტილებას.