logo_geo
eng_logo
ბელგიაში ტერაქტის მზადებაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს
- +

30 ივლისი. 2016. 14:02



ბელგიაში, ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, ტერაქტის მზადებაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს. როგორც BBC" იტყობინება, შესაბამის ინფორმაციას ბელგიის პროკურატურა ავრცელებს. დაკავებულია ორი ძმა- 33 წლის ნურედინი და ჰამზა. მათი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა იარაღი ან ასაფეთქებელი მოწყობილობები ვერ აღმოაჩინეს.

BBC"-ის ცნობით, 30 ივლისს  სასამართლო  დაკავებულთა წინასწარი პატიმრობის საკითხზე მიიღებს გადაწყვეტილებას.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner