logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: მაქსიმალურად ვიკავებთ თავს, რომ მიხეილ სააკაშვილთან შევიდნენ პირები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება არ აქვთ
- +

16 ნოემბერი. 2021. 10:29

 

 

„პირებს, რომლებსაც საქართველოს კანონით არ ჰქონდათ საპატიმრო დაწესებულებაში შესვლის უფლება, მიხეილ სააკაშვილთან შესვლაზე განვუცხადეთ უარი“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მან უპასუხა კითხვას, რატომ არ ეძლევა უკრაინის სახალხო დამცველს მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება.

 

„სააკაშვილს ჰყავდა 200-ზე მეტი ვიზიტორი. აბსოლუტურად ყველა, ვისაც აქვს საქართველოს კანონმდებლობით უფლება, რომ შევიდეს ამ დაწესებულებაში, შედის ყველა. აქვე, იმყოფებოდნენ პარლამენტის წევრები მათ შორის, გუშინ. მუდმივ რეჟიმში შედის მისი პირადი ექიმიც, ოჯახის წევრებიც და ყველა ის პირი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.

 

ჩვენ ასევე სხვა პირებსაც, რომლებსაც საქართველოს კანონით არ ჰქონდათ საპატიმრო დაწესებულებაში შესვლის უფლება, განვუცხადეთ უარი. მე-18 დაწესებულება ეს არის სამკურნალო დაწესებულება და შესაბამისად, მაქსიმალურად ვიკავებთ თავს იმისგან, რომ იქ შევიდნენ ამჟამად ის პირები, რომლებსაც არ აქვთ უფლება, საქართველოს კანონმდებლობით, შედიოდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner