logo_geo
eng_logo
გამოკითხული შოტლანდიელების უმრავლესობა დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩენის მომხრეა
- +

30 ივლისი. 2016. 14:02


 

გამოკითხული შოტლანდიელების უმრავლესობა დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩენის მომხრეა. სოციოლოგიური ინსტიტუტის, „YouGov"-ის ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, შოტლანდიელი  რესპონდენტების 53% შოტლანდიის დამოუკიდებლობის წინააღმდეგია.

ამასთანავე, გამოკითხულა 37% მომხრეა, რომ შოტლანდიამ მოიპოვოს დამოუკიდებლობა და ევროკავშირში დარჩეს.

23 ივნისს ჩატარებული რეფერენდუმის თანახმად, ბრიტანელების უმრავლესობამ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმში მონაწილე შოტლანდიელების 55% ევროკავშირში დარჩენის მხარდაჭერით გამოვიდა.  



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner