მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, დაიწყო 72 ოჯახის ალტერნატიულ ფართში გადაყვანის პროცესი.
უკვე დაიგეგმა საექსპერტო პროცედურები, რომელსაც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განახორციელებს. მოხდება შენობის მდგრადობის შესწავლა, რის შემდეგაც მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.
2022 წლიდან დაგეგმილია ავარიული სახლების პროგრამის ამოქმედება, რომლის ბიუჯეტი 80 მილიონ ლარს შეადგენს.