logo_geo
eng_logo
აშშ-ში პაციენტების მიღება აუკრძალეს ექიმს, რომელიც კოვიდის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდა და ვაქცინირებულების მკურნალობაზე უარს ამბობდა
- +

16 ნოემბერი. 2021. 11:30

 

 

ჰიუსტონის საავადმყოფოში პაციენტების მიღების უფლება შეუჩერეს ექიმს, რომელიც კორონავირუსის შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა და ამასთან, უარს ამბობდა ვაქცინირებული პაციენტების მკურნალობაზე, ინფორმაციას CBS News ავრცელებს. 

 

ექიმი მერი ბოუდენი საავადმყოფოს გუნდს ცოტა ხნის წინ შეუერთდა. კლინიკის წარმომადგენლის თქმით, ბოუდენი სოციალური მედიის გვერდებზე აქტიურად წერდა პირადი და პოლიტიკური შეხედულებების შესახებ კორონავირუსის ვაქცინასა და მკურნალობაზე. საავადმყოფოში მიიჩნევენ, რომ გათავისუფლებული ექიმის მოსაზრებები არის საზოგადოებისთვის დამაზიანებელი, არ ეყრდნობა სანდო სამედიცინო მტკიცებულებებს.

 

ბოუდენი "ტვიტერზე" წერდა პრეპარატ "ივერმექტინის შესახებ. აშშ-ის მარეგულირებელის დასკვნის მიხედვით, პრეპარატი კორონავირუსს არ კურნავს. "ივერმექტინს", უმეტესად, იყენებენ ადამიანის და ცხოველების შემთხვევაში, პარაზიტების წინააღმდეგ. 

 

კლინიკამ, ამ დრომდე, 25 ათასზე მეტ კოვიდპაციენტს უმკურნალა, მედპერსონალი აცრილია. ბოუდენმა განაცხადა, რომ თავადაც ვაქცინირებული იყო, თუმცა პაციენტებს ელექტრონული ფოსტით გაუგზავნა შეტყობინებები, რომ მხოლოდ არავაქცინირებულებს უმკურნალებდა. 

 

თავად ბოუდენი კი CBS News-სთან ამბობს, რომ თავს არ მიიჩნევს საშიშად, მომხდარი არ იმოქმედებს მის საქმიანობაზე და კორონავირუსის მკურნალობას საკუთარი მეთოდებით გააგრძელებს.

 

წყარო:https://www.cbsnews.com/news/mary-bowden-texas-doctor-suspended-covid-19-misinformation-vaccinated-patients/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner