logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხარჩილავა: გადატრიალების მცდელობის მუდმივ რეჟიმში ვცხოვრობთ - მტერს მტერი უნდა დაარქვა და ისე მოექცე, როგორც მტერს!
- +

16 ნოემბერი. 2021. 12:21

 

 

პარადოქსი არ არის, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, დღეს უკვე უკრაინის მოქალაქე, გვიზის აგერ, ციხეში, აპირებს რევოლუციას, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას და მას ისევ ჩვენ ვარჩენთ?! - -ამის შესახებ გაზეთ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში მწერალმა და „საერთო გაზეთის“ რედაქტორმა ვახტანგ ხარჩილავამ  განაცხადა.

 

„მიშას ჩამოსვლამაც გარკვეული როლი ითამაშა არჩევნებზე, მაგრამ ზოგადად, ხალხს ბევრი პრეტენზია დაუგროვდა მმართველი გუნდის მიმართ და თანდათან ემატებოდა ერთ უბედურებას მეორე. მათ ვერ შეასრულეს მთავარი მოთხოვნა, ვერ აღადგინეს სამართლიანობა, ვერ დაამყარეს წესრიგი, უამრავი საქმეა პროკურატურაში, რაზეც დღემდე არა აქვთ პასუხი ადამიანებს. გარდა ამისა, ეკონომიკური სიდუხჭირე არის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი, მაგრამ ისიც ამ დესტრუქციულ ძალასთან არის დაკავშირებული. როცა ქვეყანა მუდმივ რყევებში და მოგერიების რეჟიმში იმყოფება, მშენებლობისა და ნორმალური ეკონომიკური განვითარებისთვის დროც არ არის. ამ 8 წლის განმავლობაში ერთი და იგივე სცენარით გვიტევს ათასი ჯურის არამზადა და ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას, მართალია ამას ვერ აღწევენ, მაგრამ ასუსტებენ ქვეყანას, მის ეკონომიკას. ესენი არიან ქართული სახელმწიფოს მტრები. ხელისუფლების შეცდომა კი ის არის, რომ ზედმეტად გავერთეთ დემოკრატიის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების როლით და ამ დროს, ფაქტობრივად, გადატრიალების მცდელობის მუდმივ რეჟიმში ვცხოვრობთ. მტერს მტერი უნდა დაარქვა და ისე მოექცე, როგორც მტერს!

 

არჩევნების შედეგებით კი არ უნდა იმსჯელო, არც იმით, ვინ დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“ და ვინ „ნაცმოძრაობას“, არამედ, - ვინ არ მოვიდა არჩევნებზე, და რა რაოდენობის ხალხია ეს! ეს არის მილიონზე მეტი ადამიანი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ შეიძლება მხარს არ უჭერდეს, მაგრამ კატეგორიული წინააღმდეგია „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების. ანუ ეს არის „ნაცმოძრაობის“ სამჯერ მეტი მოწინააღმდეგე ძალა, სინამდვილეში. პარადოქსი არ არის, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, დღეს უკვე უკრაინის მოქალაქე, გვიზის აგერ, ციხეში, აპირებს რევოლუციას, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას და მას ისევ ჩვენ ვარჩენთ?!“ - განაცხადა ვახტანგ ხარჩილავამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner