logo_geo
eng_logo
ნუცა ჯანელიძე: პოლიცია არის იგივე სახელმწიფო!
- +

16 ნოემბერი. 2021. 12:24

 

 

„ძალიან დიდ პატივს ვცემ ქალბატონ ნინო ანანიაშვილს, მაგრამ მისმა მეუღლემაც საშინელება ჩაიდინა, თავში რომ ჩაარტყა პოლიციელს პირდაპირ ეთერში. მაგრამ ეტყობა ყველა საჯარო მოხელეს შინაგანაწესად აქვთ - „თმენის ვალდებულება,“ - ამის შესახებ მუსიკოსმა ნუცა ჯანელიძემ გაზეთ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ჯერ მარტო პოლიციელებს რა უშვრებიან. ხან წყალს ასხამენ, ხან ურტყამენ. მეცოდებიან ეს პოლიციელები. მათ აქვთ უფლება პოლიციელს ჩაარტყან, შეურაცხყოფა მიაყენონ, თავზე დაახურონ, ფიზიკურადაც შეეხონ, მაგრამ პოლიციელმა ხელი არ უნდა გაანძრიონ, ხმამაღლა არაფერი თქვან.

 

შემდეგ ისინი კაი ტიპები გამოდიან და პოლიციელებმა თუ იმოქმედეს - აი, დემოკრატია არაა ქვეყანაში, როგორ გაბედა პოლიციელმა ხელის განძრევა. ჩვენი მთავრობა ცოტა უნდა გამოფხიზლდეს! პოლიცია არის იგივე სახელმწიფო!

 

გავიხსენოთ თუნდაც - ელენე ხოშტარიას და გრიგოლ ვაშაძის მიერ პოლიციელებზე თავდასხმები...

 

ძალიან დიდ პატივს ვცემ ქალბატონ ნინო ანანიაშვილს, მაგრამ მისმა მეუღლემაც საშინელება ჩაიდინა, თავში რომ ჩაარტყა პოლიციელს პირდაპირ ეთერში. მაგრამ ეტყობა ყველა საჯარო მოხელეს შინაგანაწესად აქვთ - „თმენის ვალდებულება,“ - განაცხადა ნუცა ჯანელიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner