logo_geo
eng_logo
ფინანსთა მინისტრი საფრანგეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდა
- +

16 ნოემბერი. 2021. 12:33

 

 

„ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საფრანგეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს მოწვევით იმყოფებიან“, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, საფრანგეთის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების წარმომადგენელთა ვიზიტის მიზანია, ქვეყნის საინვესტიციო და ბიზნესგარემოს გაცნობა, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს ფრანგი ბიზნესმენების მონაწილეობა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.

 

სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური ვითარებისა და ეკონომიკური აღდგენის თაობაზე, ყურადღება გამახვილდა განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე.

 

ფრანგული მხრიდან გამოითქვა მაღალი დაინტერესება საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ისეთი მიმართულებით, როგორიცაა: ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, ინოვაციები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner