logo_geo
eng_logo
საქართველოს საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პირველი სასამართლო სხდომა მიმდინარეობს
- +

16 ნოემბერი. 2021. 12:40

 

 

საქართველოს საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პირველი სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელი პროცესი ტექნიკურია და წინა სასამართლოს სხდომის თარიღი განისაზღვრება.

სასამართლო სხდომის დაწყებამდე, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ გამოიყო მიხელ სააკაშვილის საქმე ცალკე. „ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალდება წარედგინა რამდენიმე კვირის წინ, მაგრამ იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გამოცხადება მათ არ უნდათ, წინა სასამართლო სხდომის გამართვისთვის პროცესი გადმოიტანეს შუა ნოემბერში. მაქვს კითხვა, რატომ გამოყვეს მიხეილ სააკაშვილის საქმე ცალკე, ელგუჯა ცომაიას, წოწორიების და ნარიმანიძის საქმისგან. მაშინ, როდესაც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რომ ამ ადამიანებს ერთობლივად წაუყენეს ბრალი. ეს ერთი და მეორე, რომ ბრალდებების შინაარსი არის ფაქტობრივად იდენტური“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

 

ბინის მეპატრონეს, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, საქართველოს პროკურატურამ ბრალი 3 ოქტომბერს წარუდგინა, შემდეგ კი ელგუჯა ცომაიას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

 

4 ოქტომბერს პოლიციამ, მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ 2 პირი დააკავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner