logo_geo
eng_logo
სოფელ რენეში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულებულია
- +

16 ნოემბერი. 2021. 12:42

 

 

სოფელ ზემო რენეში გრძელდება საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

 

დასრულებულია შენობის ორი სართული, გადახურულია სახურავი,  ამჟამდ მიმდინარეობს სავალი გზის ფილების, შიდა და გარე ფასადის ლესვითი და სანტექნიკის მოწყობის სამუშაოები.

 

30 წელია რაც არსებული საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებს და ბავშვები მშობლებს მეზობელ სოფლებში დაყავთ. კოდისწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში 8 სოფელი შედის - მათგან 4 საზღვრისპირა სოფელია, ხოლო 3 კი მაღალმთიანი.

 

პროექტს   შპს „ლიკანი 200“ ახორციელებს, რომლის ღირებულება 684 112 ლარია და რეგიონალური განვითარების  ფონდი და კასპის ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს.

 

„პროექტის დასრულების შემდეგ, თანამედროვე სტანდარტებს დაქვემდებარებული და აღჭურვილი საბავშვო ბაღი 8 სოფლის ბავშვებს მოემსახურება. კეთილმოწყობილ ბაღში ბავშვებსა და პედაგოგებს ყველა საჭირო პირობები ექნებათ „,- აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner