„საქართველოს დროშაზე მიაწერეს მისი სახელი და აზიარებენ სოციალურ ქსელებში. ფანატიზმის ეს ხარისხი ნამდვილად ვერ წარმომედგინა! ან მაგრად აღადავებენ და ჰორიზონტალურად კი არა, ვერტიკალურად უნდა წავიკითხოთ. დროშაზე დატანილი სახელი ცოტა ფანატიზმს ემგვანება”, - ამის შესახებ გაზეთ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში, სამცხე-ჯავახეთი გუბერნატორის მოადგილემ, მუსიკოსმა ზურა ხაჩიძემ განაცხადა.
„ჯვრის შეცვლამ და სახელის დაწერამ ჩემში აღშფოთება გამოიწვია. სახელმწიფო სიმბოლიკაზე შეიძლება ასეთი რამის გაკეთება? მამუკა მდინარაძემ ინტერვიუში თქვა, „შიმშილობის” ორმოცდამეერთე დღეს ველოდები, დარწმუნებული ვარ, ჯანმრთელად იქნება ის ადამიანი და სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდებაო და როგორი „ფეიკი“ ინტერპრეტაცია იკადრა `ტვ პირველმა“ - „თუ არ მოკვდება”, - ასე თქვაო, ზოგმა - სიკვდილს ელოდებაო... მოკლედ, უკადრებელი იკადრეს! და ამის შემდეგ თავდვე, საქართველოს დროშაზე მიაწერეს მისი სახელი და აზიარებენ სოციალურ ქსელებში. ფანატიზმის ეს ხარისხი ნამდვილად ვერ წარმომედგინა! ან მაგრად აღადავებენ და ჰორიზონტალურად კი არა, ვერტიკალურად უნდა წავიკითხოთ. დროშაზე დატანილი სახელი ცოტა ფანატიზმს ემგვანება. პენიტენციური სამსახური იმდენად კარგად მუშაობს, მე მინდა დავამშვიდო ისინი და ვთქვა, რომ მიშას არაფერი დაემართება. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ დაცულია მისი უსაფრთხოება. თქვა ერთ-ერთმა დეპუტატმა, მოგვცენ უფლება, გავასაჯაროვოთ სააკაშვილის კადრები და ნახავს საზოგადოება, თუ რა პირობებშიაო. მისცენ მაშინ უფლება, თუ სახელმწიფოს, ხელისუფლებას და სხვადასხვა უწყებებს ამტყუნებენ და ადანაშაულებენ, რომ არასათანადოდ ეპყრობიან სააკაშვილს. დარწმუნებული ვარ, ისეთ პირობებში ჰყავთ, ხანდახან ვბრაზდები ხოლმე იმიტომ, რომ სხვა პატიმრებმა რა დააშავეს? სხვა პატიმრებთან ამდენი მიმსვლელი, რამდენიც სააკაშვილს ჰყავს, შეიძლება იყოს? რამდენი შედის, რამდენი გამოდის, რა განცხადებებია. როგორ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება. ყველაფერი უნდა განსაზღვროს სასამართლომ, რომელმაც წლების წინ მიუსაჯა. ყველაფერი უნდა განსაჯოს ქართულმა სასამართლომ და ყველამ უნდა იდავოს სასამართლოში. მე ამის მომხრე ვარ და კანონის უზენაესობას პატივს ვცემ”, - განაცხადა ზურა ხაჩიძემ.