logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: ყურადღებით მოუსმინეთ და წაიკითხეთ იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ამომწურავ პასუხებს უკვე ყველანაირ ზღვარს გადასული ცილისწამებების ნიაღვარს, რომლის მოცულობა უკვე პირდაპირ ურტყამს ქვეყნის სახელმწიფოებრიობის საფუძვლებს
- +

16 ნოემბერი. 2021. 13:20

 

 

„როდესაც გლდანის ციხის ამბულატორიის სამედიცინო პერსონალზე განზრახ ვრცელდება დამახინჯებული და მცდარი ინფორმაცია, ყოველივე ეს - „ნაცმოძრაობის“ ტვინგამოცლილ „პაიკებში“ იწვევს აგრესიას პირველყოფილი ადამიანების ინსტინქტების დონეზე“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი იმ შეფასებებს რაც კეთდება გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულების შესახებ, რომ თითქოს არ არის სათანადოდ აღჭურვილი სამედიცინო დანადგარით.

 

ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ პენიტენციარული სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეო ნათლად ასახავს რეალობას და ის ცილისწამება, რაც ისმის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულების მიმართ, მიზნად ისახავს ქვეყნის იმიჯის შელახვას.

 

„ძალიან კარგად, ყურადღებით მოუსმინეთ და წაიკითხეთ იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ამომწურავ პასუხებს უკვე ყველანაირ ზღვარს გადასული ცილისწამებების ნიაღვარს, რომლის მოცულობა უკვე პირდაპირ ურტყამს ქვეყნის სახელმწიფოებრიობის საფუძვლებს. როდესაც საზოგადოების ერთი ნაწილი, მოსახლეობის უმრავლესობას ემუქრება ფიზიკური ანგარიშსწორებით, სიცოცხლის გადარჩენის მიზნით ურჩევს მას ქვეყნის ფარგლების დროულ დატოვებას... როდესაც პრეზიდენტყოფილის ყოველდღიურობაზე განზრახ ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, მისი „წამებისა“ და „მკვლელობის“ თაობაზე...

როდესაც სააკაშვილის ჯანმრთელობის თაობაზე განზრახ ვრცელდება ფეიკ ინფორმაცია, მისი გაუარესების თუ სიცოცხლესთან „შეუთავსებელი“ პარამეტრების თაობაზე... როდესაც მე-18 მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულების თაობაზე ვრცელდება განზრახ ცილისმწამებლური მონაცემები მისი არასათანადო სამედიცინო აღჭურვის თაობაზე... როდესაც გლდანის ციხის ამბულატორიის სამედიცინო პერსონალზე განზრახ ვრცელდება დამახინჯებული და მცდარი ინფორმაცია, მათი „არაკომპეტენტურობის“ თაობაზე... ყოველივე ეს - „ნაცმოძრაობის“ ტვინგამოცლილ „პაიკებში“ იწვევს აგრესიას პირველყოფილი ადამიანების ინსტინქტების დონეზე, ისინი უკვე გვივარდებიან საცხოვრებელ სახლებში, ემუქრებიან ჩვენ შვილებს და ჩვენთან გარდაუვალ ფიზიკურ ანგარიშსწორებას გვპირდებიან.

 

„ნაცმოძრაობის“ ორუჯრედიან კონტინგენტში - მათი პროფესიული უნარ-ჩვევების დონეზე, აღვივებენ ხელისუფლების მომხრეებთან მიმართებით პირდაპირი მავნებლობის ჩადენას, მაგალითად სამედიცინო სერვისის სფეროში. ნაცების უფრო მაღალ, „მრავალუჯრედიან“ ეშელონებში - კომპლექსურ ფეიკსა და ცილისწამებაზე დაყრდნობით, ხდება საქართველოს იმიჯის განზრახ შელახვა ჩვენი დასავლური პარტნიორების დონეზე. და ყოველივე ეს ტოტალური, ლუციფერული სიცრუე - წარიმართება სინოდის ცალკეული წევრების მხრიდან „კურთხევისა“ და პირდაპირი სატანისტური წაქეზების ფონზე, რაც მოსახლეობაში დამატებითი ვნებათაღელვის გრადუსის განზრახ აწევას ემსახურება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანამ ჩამოთვლილმა რისკებმა ცალკეულ თუ მასობრივ დონეზე ფატალური შედეგები არ გამოიწვია - დაგეგმილი, გაცხადებული და დაანონსებული უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩასადენად განზრახ წამქეზებელი და მაპროვოცირებელი გარემოებები, წინმსწრებად უნდა იქნას უმკაცრესად აღკვეთილი! სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს ნებისმიერი ეს წამქეზებელი და პროვოკატორი, ადვოკატიდან დაწყებული მიტროპოლიტით დასრულებული! კანონის ძალით აღკვეთილი იქნას სისხლისღვრის, არეულობის და გადატრიალების მაპროვოცირებელი სიცრუის, ცილისწამების, ფეიკის განზრახ გავრცელება! საჭიროების შემთხვევაში, ამის ჩამდენ მედიასაშუალებებს ჩამოერთვას მაუწყებლობის ლიცენზია. ამის მაგალითი - უკრაინაშია! გთხოვთ იმოქმედოთ დროულად და ეფექტურად!!!“ - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner