logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: რატი ბრეგაძემ „უკრაინის ლომჯარიას“, ლუდმილა დენისოვას ბრალდებებს პასუხი გასცა
- +

16 ნოემბერი. 2021. 13:28

 

 

„თქვენ ამბობთ, რომ იქ არაადამიანური მოპყრობაა და წამებაა. სწორედ ამ მესიჯის გავრცელება მიდის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც არის მტკნარი სიცრუე, საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის ძალიან უბადრუკი მცდელობაა“, - ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ბრიფინგს.

 

მისი თქმით, ტერმინების „არაადამიანურ მოპყრობა“, „წამება“ დამკვიდრება, ის ნარატივია, რომელსაც ცდილობს ოპოზიცია, რაც მტკნარი სიცრუეა.

 

„ლომჯარია ი ნა უკრაინე ლომჯარია“ (ძველი შუმერული ანდაზა). რატი ბრეგაძემ „უკრაინის ლომჯარიას“, ლუდმილა დენისოვას ბრალდებებს პასუხი გასცა. „თქვენ ამბობთ, რომ იქ არაადამიანური მოპყრობაა და წამებაა. სწორედ ამ მესიჯის გავრცელება მიდის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც არის მტკნარი სიცრუე, საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის ძალიან უბადრუკი მცდელობაა. რაც შეეხება „არაადამიანურ მოპყრობას“, „წამებას“ - ამ ტერმინების დამკვიდრებას, ეს ის ნარატივია, რომელსაც ცდილობს ჩვენი ოპონენტები და ოპოზიცია, რაც მტკნარი სიცრუეა". „სააკაშვილს ჰყავდა 200-ზე მეტი ვიზიტორი. აბსოლუტურად ყველა, ვისაც აქვს საქართველოს კანონმდებლობით უფლება, რომ შევიდეს ამ დაწესებულებაში, შედის ყველა. აქვე, იმყოფებოდნენ პარლამენტის წევრები მათ შორის, გუშინ. მუდმივ რეჟიმში შედის მისი პირადი ექიმიც, ოჯახის წევრებიც და ყველა ის პირი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს კანონმდებლობით, არ არის გათვალისწინებული უკრაინის სახალხო დამცველის შესვლა, არ არის ამის აუცილებლობა, არ გვაქვს ჩვენ ამის ვალდებულება“. ასე რომ ყველამ თავის „მიმზიდველ“ მამიდას მიხედოს (ძველი სლავური სხარტულა)“ - წერს გია გაბრიჭიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner