logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: ვერაფრით შექმნეს მიშასგან წამებული ადგილობრივმა რადიკალებმა და ახლა ცდილობენ საერთაშორისო კონტაქტები გამოიყენონ
- +

16 ნოემბერი. 2021. 13:38

 

 

რა უსუსური მცდელობაა თეთრის შავად გასაღება, თუმცა ეს ხომ ნაცური მეთოდია. სხვანაირად ფონს ვერ გავლენ“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

 

როგორც ქადაგიძე წერს, ადგილობრივმა რადიკალებმა ვერაფრით შექმნეს მიშასგან წამებული და ახლა ცდილობენ საერთაშორისო კონტაქტების გამოყენებას.

 

რა უსუსური მცდელობაა თეთრის შავად გასაღება, თუმცა ეს ხომ „ნაცური“ მეთოდია. სხვანაირად ფონს ვერ გავლენ... კვდება ისე ცუდადააო, ისე დასუსტდა ვეღარ დადისო, ადამიანებს ვეღარ ცნობს და ლაპარაკი უჭირსო... ვერაფრით შექმნეს მიშასგან წამებული ადგილობრივმა რადიკალებმა და ახლა ცდილობენ საერთაშორისო კონტაქტები გამოიყენონ... სამწუხაროდ ამ ისტერიაშია ჩართული უკრაინის სახალხო დამცველი, რომელიც ღია ტექსტებით არაკომპეტენტურ განცხადებებს აკეთებს და საერთოდ აცდენილია რეალობას.

 

P.S სწორი დამოკიდებულებაა მინისტრის მხრიდან, როდესაც ზუსტ და მკაფიო განცხადებებს აკეთებს სამწუხაროდ მხარედ გადაქცეული უცხოელი აქტორების მიმართ“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner