logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი რატი ბრეგაძეზე: ის ყოველთვის ამომწურავად პასუხობს მიხეილ სააკაშვილის საკითხის მიმართ დასმულ ყველა პროვოკაციულ კითხვას
- +

16 ნოემბერი. 2021. 13:38

 

 

„ნაც. პარტიული ტელევიზიები და პარტიის ლიდერები მთელ პოლიტიკურ დღის წესრიგს აგებენ საკითხზე, როგორ გაუბედეს ყოფილ პრეზიდენტს და ხელში აყვანილი შეაბრძანეს N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში“, - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

 

როგორც მეგრელიშვილი წერს, იუსტიციის მინისტრი მუდმივად არგუმენტირებულად უპასუხებს ყველა პროვოკაციულ კითხვას.

 

„ნაც პარტიული ტელევიზიები და პარტიის ლიდერები მთელ პოლიტიკურ დღის წესრიგს აგებენ საკითხზე, როგორ გაუბედეს ყოფილ პრეზიდენტს და ხელში აყვანილი შეაბრძანეს N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. ამტკიცებენ ეს არაადამიანური მოპყრობა და წამებააო. გავრცელებული კადრები ნამდვილად არასასიამოვნო იყო, მაგრამ ამგვარი კვალიფიკაციისთვის ნამდვილად არ გამოდგება. რა მიიჩნევა წამებად და არაადამიანურ მოპყრობად, ეს ვინ თუ არა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაზე კარგად იცის. გაიხსენონ თუნდაც N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში სამკურნალოდ გადაყვანილი პატიმრების მდგომარეობა, როცა შეგნებულად არ აძლევდნენ მათ წამლებს და არ უწევდნენ საჭირო დახმარებას და პატიმრები ტკივილისაგან თუ ავადმყოფობის გამო მდგომარეობის დამძიმების მიუხედავად მხოლოდ საცდელი „ვირთხები“ იყვნენ მათ ხელში.

 

წამება ღირსების აყრა იყო პატიმრების წამება, ცემა, ძლიერი სულიერი და ფიზიკური ტკივილის მიყენება, რომელიც რამდენიმე დღეც კი გრძელდებოდა. მანამ, სანამ პატიმარი გაუძლებდა! მანამ, სანამ პატიმრის სხეული ამის საშუალებას იძლეოდა! შიმშილობას როცა ახსენებთ, გაიხსენეთ, მხოლოდ შიმშილობით რამდენი პატიმარი გარდაიცვალა! ოღონდ აქაც უნდა განვასხვაოთ მათი შიმშილობა მათივე გადაწყვეტილება კი არა, სისტემის გადაწყვეტილება იყო! დიახ, ეს იყო პატიმრების დაშინების ერთ-ერთი ხერხი და ძალიან ბევრმა პატიმარმა ვერ გაუძლო ამას, ისევე როგორც ვერ გაუძლო ღირსების აყრასა და საცდელი „ვირთხასავით“ მართლა წამებას! ამ ეტაპზე მხოლოდ ეს მინდოდა მეთქვა!

 

სანამ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობთ პარალელი გაავლეთ თქვენს სისტემასა და ამ სისტემას შორის და ხატის წინ ერთი სინანულის სანთელი დაანთეთ!!! პ.ს. გასაგებია პოლიტიკურად შეიზიზღეთ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, მაგრამ შეეგუეთ, რომ ის ყოველთვის ამომწურავად პასუხობს და უპასუხებს მიხეილ სააკაშვილის საკითხის მიმართ დასმულ ყველა არგუმენტირებულ თუ პროვოკაციულ კითხვას. პარტიული ნარატივით დასმულ კითხვებზე სამართლებრივად არგუმენტირებული პასუხები ცივი შხაპია და ესეც „წამებად“ შეირგეთ!“ - წერს მეგრელიშვილი FACEBOOK-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner