logo_geo
eng_logo
ლეონარდო დი კაპრიოს საქველმოქმედო ფონდი რეკორდული გრანტის გაცემას გეგმავს
- +

30 ივლისი. 2016. 14:44



ლეონარდო დი კაპრიოს საქველმოქმედო ფონდმა, რომელიც გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ მუშაობს,  მორიგი გრანტის შესახებ დააანონსა.


აღნიშნული გრანტი 15,6 მილიონ დოლარს მოიცავს. როგორც პორტალი justred" იუწყება, კლიმატის ცვლილებაზე მომუშავე პროგრამის განვითარებისთვის, აქამდე ამ რაოდენობის თანხა ჯერ არ გაცემულა.

 

დღეს ჩვენ საკმაოდ ვზრდით გრანტების მოცულობას და სტრატეგიულ პატნიორობას, რათა წვლილი შევიტანოთ მსოფლიოს გარემოს დაბინძურების გამოწვევების საქმეში", - განაცხადა დი კაპრიომ.


41 წლის ოსკაროსანი მსახიობის ფონდმა 1998 წლიდან მოყოლებული ეკოლოგიური პროგრამების განვითარებისთვის სულ  59 მილიონი დოლარი გასცა.  2010 წლიდან მოყოლებული ორგანიზაციამ  მსოფლიოს 40 ქვეყანაში 70 პროექტი განახორციელა. ამის გარდა,  დი კაპირომ ფონდის ახალი დირექტორის შესახებაც გააკეთა განცხადება. მისი თქმით,   პოსტს ტერი ტამინენი დაიკავებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner