logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე სააკაშვილზე: მალე გამოიძიეთ, რატომ გაწირა საკუთარი მოქალაქეები სიკვდილისთვის და რატომ გაწირა საკუთარი ქვეყანა ტერიტორიების დაკარგვისთვის და მერე ეგ 6 წელი ბედნიერებად მოეჩვენება
- +

16 ნოემბერი. 2021. 14:09

 

 

„6 წელი აქვს მისჯილი და ამაზე აქვს ატეხილი ერთი ამბავი, წივილი და კივილი, აქაოდა პოლიტიკური პატიმარი ვარო! 6 წელი კი არა, მალე გამოიძიეთ 2008 წლის ომის საქმე, სწრაფად დაადგინეთ, მოქმედებდა თუ არა უნისონში ეს გარეწარი პუტინთან ერთად“, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი გია გაბრიჭიძე პარლამენტში დეპუტატ ფრიდონ ინჯიას გამოსვლას და აღნიშნავს, რომ სააკაშვილის მისამართით ზუსტი შეფასებები გაკეთდა.

 

„ფრიდონ ინჯიას გამოსვლას ვუსმენდი პარლამენტში და უნდა აღვნიშნო, რომ ასე ზუსტად დიდი ხანია არავის შეუფასებია მოცემული პოლიტიკური სიტუაცია სააკაშვილთან დაკავშირებით. 6 წელი აქვს მისჯილი და ამაზე აქვს ატეხილი ერთი ამბავი, წივილი და კივილი, აქაოდა პოლიტიკური პატიმარი ვარო! 6 წელი კი არა, მალე გამოიძიეთ 2008 წლის ომის საქმე, სწრაფად დაადგინეთ, მოქმედებდა თუ არა უნისონში ეს გარეწარი პუტინთან ერთად და იყო თუ არა ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვა პირადად სააკაშვილის გადაწყვეტილება! მალე გამოიძიეთ რა მოხდა რეალურად, რატომ გაწირა საკუთარი მოქალაქეები სიკვდილისთვის და რატომ გაწირა საკუთარი ქვეყანა ტერიტორიების დაკარგვისთვის, და მერე ეგ 6 წელი ბედნიერებად მოეჩვენება!“ - წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner