logo_geo
eng_logo
ღვთისმშობლის „დინიუსის“ ხატი - რატომ აქვს ღვთისმშობლის ხატს შუბლზე ხვრელი
- +

16 ნოემბერი. 2021. 14:16

 

 

თურქების ოკუპაციის დროს საბერძნეთში ერთი თურქი ბერძენს მისდევდა დასაჭერად. ბერძენი ეკლესიაში შევიდა, რომ დამალულიყო, მაგრამ ვერ მოასწრო შესულიყო საკურთხეველში და დაიმალა ღვთისმშობლის დიდი ხატის უკან. ხატი სამფეხაზე იყო და დამალული ბერძენი რა თქმა უნდა ჩანდა. ის ხატის უკან ისე იდგა, რომ მისი თავი ზუსტად ემთხვეოდა ღვთისმშობლის თავს. თურქი შევიდა ტაძარში და დაინახა ბერძენი. თურქმა მიმოიხედა და დაინახა წმინდანთა ფრესკები, ღვთისმშობლის ხატი, მაგრამ მას არ შეეძლო შეეგრძნო წმინდანთა და ღვთისმშობლის მადლი.

 

და მან ბერძენს შესძახა: "რატომ დაიმალე მაგ ხის ფარდულის უკან ბერძენო? როგორ ფიქრობ ვერ გხედავ და ვერ მოგკლავ?"

 

 -"დიდია ღვთისმშობლის მადლი, ცისა დედოფლისა" - უპასუხა ბერძენმა. "ამიტომ ამ რთულ დროს მივმართავ მას და დახმარებას და დაცვას ვთხოვ და ვიცი რომ შემიწყალებს! "

 

თურქმა ამოიღო პისტოლეტი და მაშინვე ესროლა ბერძენს და იცით რა მოხდა? ტყვია ღვთისმშობლის ხატზე შუბლს მოხვდა, უკან გაბრუნდა და თურქი მოკლა! ასე გადაარჩინა ქრისტიანი დედაღვთისამ.

 

ღვთისმშობლის ამ ხატს ეწოდება "ღვთისმშობელი დინიუსი" რაც თურქულად დაბრუნებას ნიშნავს, ხოლო ღვთისმშობლის ხატს თურქული ტყვიისგან შუბლზე ხვრელი აქვს დღესაც.

 

ღვთისმშობლის ეს ხატი დღეს ევიის ჩრდილოეთში არის დაბრძანებული ერთ-ერთ ტაძარში. ვინც მთელი არსით ღვთისმშობლისადმი ლოცულობს და ითხოვს მის მოწყალებას და დახმარებას, ღვთისმშობელი მას ყოველთვის იცავს ამ ცხოვრების მრავალი ბოროტებისა და განსაცდელისგან!

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner