„დღევანდელი საარჩევნო კამპანია თვისობრივად განსხვავდება იმისგან, რაც 2011 წლის შემოდგომაზე და მთელი 2012 წლის განმავლობაში ხდებოდა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტეფანწმინდაში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
კვირიკაშვილმა სტეფანწმინდის მოსახლეობაზე ისაუბრა:
„აქ ცხოვრობს განსაკუთრებულად გმირული სულის ხალხი. მე დღეს თქვენთან ვარ და გესაუბრებით იმაზე, თუ როგორ ვიცხოვროთ მომდევნო 4 წელი კიდევ ერთად. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი გავიარეთ 2012 წლიდან მოყოლებული", - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა 2012 წლის შემდეგ გადადგმულ ნაბიჯებზეც გაამახვილა ყურადღება:
„ბევრი გვაქვს საამაყო, გარდა იმისა, რომ ადამიანები თავისუფლები არიან, ჩვენ შევძელით, რომ იმ უმთავრესი საკითხებისთვის მიგვექცია ყურადღება, რომელიც ყოფნა-არყოფნის საკითხებად გვევლინებოდა წლების განმავლობაში, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, განათლება და ა.შ.", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.