logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: რომ არა „ქართულმა ოცნების“ მიერ წინა ხელისუფლების დროს დამკვიდრებული სასჯელის შეკრებითობის გაუქმება, სააკაშვილს მოუწევდა ციხეში 36 წლის გატარება, ხოლო გამოძიების სტადიაზე არსებული საქმეების გათვალისწინებით, დიდი ალბათობით, უვადო პატიმ
- +

16 ნოემბერი. 2021. 14:45

 

 

„ქართულმა ოცნებამ“ გააუქმა წინა ხელისუფლების დროს დამკვიდრებული სასჯელის შეკრებითობის უსასტიკესი პრაქტიკა. რომ არა ეს გადაწყვეტილება, სააკაშვილს უკვე ამ მომენტისთვის მოუწევდა ციხეში 36 წლის გატარება, ხოლო იმ საქმეების გათვალისწინებით, რომლებიც ჯერ მიმდინარე გამოძიების სტადიაზეა - დიდი ალბათობით, უვადო პატიმრობაც“, - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

 

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, სააკაშვილს მოუწევს ასობით ათასობით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ნაწამები ადამიანების წინაშე კანონით მინიჭებული მსჯავრის მოხდა და სულ რომ წლები დაჭირდეს სამართლიანობის აღდგენას - სააკაშვილს ექვსწლიანზე გაცილებით უფრო სოლიდური მსჯავრი ელოდება

 

„წინა დანაშაულებრივი რეჟიმის დროს, ასობით ათასობით დასახიჩრებული ცხოვრების მქონე ადამიანი სვამს ლოგიკურ კითხვას - რა ექვსწლიანი მსჯავრი??? მათი აღშფოთება გასაგებია. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, „ქართულმა ოცნებამ“ გააუქმა წინა ხელისუფლების დროს დამკვიდრებული სასჯელის შეკრებითობის უსასტიკესი პრაქტიკა. რომ არა ეს გადაწყვეტილება, სააკაშვილს უკვე ამ მომენტისთვის მოუწევდა ციხეში 36 წლის გატარება, ხოლო იმ საქმეების გათვალისწინებით, რომლებიც ჯერ მიმდინარე გამოძიების სტადიაზეა - დიდი ალბათობით, უვადო პატიმრობაც. მაგრამ, ამ ექვსწლიანმა არ შეგიყვანოთ შეცდომაში.

 

თავის რიგს ელოდება სასამართლო პროცესებზე გამოსაკითხი ათასობით დაზარალებული - წამების, მკვლელობების, არაადამიანური მოპყრობის, ქონების უკანონო დაუფლების და სხვა ეპიზოდებთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ გამოძიების სტადიაზე ოკუპაციის ხელშეწყობის, დავით გარეჯის გადაცემის, სახელმწიფო ბიუჯეტის უკანონო ფლანგვის და სხვა საქმეები. ნუ იქნება შეკრებითობა, მაგრამ სულ რომ წლები დაჭირდეს სამართლიანობის აღდგენას - სააკაშვილს ექვსწლიანზე გაცილებით უფრო სოლიდური მსჯავრი ელოდება. ამიტომაც სურს, ყველანაირი თაღლითობით, სიმულაციით, ცრუშიმშილობით, ფეიკზიარებით, ამ ქვეყნის სამოქალაქო დაპირისპირების, ქაოსის, არეულობის, სისხლისზღვრის მდგომარეობაში ჩაგდებით - თავისუფლებაზე გამოვიდეს. მაგრამ არც ჩვენ ვართ „შოუშენკი“, და არც ის არის „მონტე-კრისტო“, ასე რომ მას მოუწევს ასობით ათასობით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ნაწამები ადამიანების წინაშე კანონით მინიჭებული მსჯავრის მოხდა.

 

იმის მაგივრად, რომ „დედის რძესავით“ შეირგოს ეს, თუნდაც ჯერჯერობით მინიმალური საპატიმრო ვადა, აღიაროს დანაშაული, მოინანიოს, მოიბოდიშოს და სანიმუშო ყოფაქცევით ვადამდელ განთავისუფლებამდე მივიდეს - გაათმაგებული, სატანისტური შეპყრობით, ცდილობს ამ ქვეყანაზე და ამ მოსახლეობაზე თავისი დასამთავრებელი საბედისწერო საქმე ბოლომდე მიიყვანოს, ზიზღით, სიძულვილით და თავისი სექტის საბრძოლო, ფეთქებათსაშიშ მდგომარეობამდე მიყვანით. ასე რომ, ნიანგის ცრემლები ღვარონ სადმე სხვაგან, „მიშამ არ იცოდა“-ს ზღაპრებით თავს ნუ შეიწუხებენ. თითოეულ დანაშაულზე პასუხისგება იქნება გარდაუვალი, ხოლო „სააკაშვილის რეჟიმის მუზეუმის“ გახსნის თემა - აუცილებელი და აქტუალური“, - წერს Facebook-ზე დავით ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner