logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: მივმართავ, ვთხოვ ყველა მოშიმშილეს, შეწყვიტონ შიმშილობა, მათ ჯანმრთელობას ვუსურვებ
- +

16 ნოემბერი. 2021. 16:18

 

 „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, მე-18 სამედიცინო დაწესებულება ყველანაირად არის უზრუნველყოფილი, რათა სააკაშვილს შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდეს.

 

მან სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მოშიმშილე დეპუტატებს მოუწოდა და სთხოვა, შეწყვიტონ შიმშილობა.

 

„მეთვრამეტე დაწესებულება, სადაც იმყოფება სააკაშვილი, ყველანაირად არის უზრუნველყოფილი, როგორც ყველა ნორმალური, ძლიერი კლინიკა. ამ დაწესებულებაშიც ყველაფერი არის უზრუნველყოფილი, რათა მას ჩაუტარდეს შესაბამისი მკურნალობა. მინდა, მივმართო და ვთხოვო ყველა მოშიმშილეს, თავი დაანებონ შიმშილობას, შეწყვიტონ. ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რატომ აღარ ჩანდა ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად.

 

„არ ვიყავი ქვეყანაში, დუბაიში ვიყავი, მიუნხენში. რა თქმა უნდა, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პასუხიმგებლობას ვგრძნობ, ისევე როგორც უნდა გრძნობდეს ოპოზიცია“, – განაცხადა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner