logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: დღეს ჩვენ გაცილებით უფრო ამბიციური, სწრაფი განვითარება გვჭირდება
- +

30 ივლისი. 2016. 15:22



„მასწავლებელი, რომელიც მართლაც და, გმირულ საქმიანობას ეწევა, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში გაცილებით უფრო მეტად უნდა იყოს დაფასებული", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა , პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა სტეფანწმინდაში განათლების რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.


კვირიკაშვილის თქმით, განათლების სისტემაში ძირეული ცვლილებები იგეგმება.


„დღეს ჩვენ გაცილებით უფრო ამბიციური, სწრაფი განვითარება გვჭირდება, სწორედ ამისთვის ჩვენ გვაქვს ის რეფორმათა გეგმა, რომელიც ცოტა ხნის წინ იქნა წარდგენილი, რომლის მიხედვითაც, ჩვენ ვაპირებთ, რომ ძირეული ცვლილებები შევიტანოთ, განსაკუთრებით განათლების სისტემაში, ოღონდ ეს არ უნდა მოხდეს ისე, რომ სახელმწიფო დაუპირისპირდეს მასწავლებელთა კორპუსს, როგორც ეს ხშირად ხდებოდა. მასწავლებელი, რომელიც, მართლაც და, გმირულ საქმიანობას ეწევა, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში უნდა იყოს გაცილებით უფრო მეტად დაფასებული და რა თქმა უნდა, უნდა ხდებოდეს მუდმივი გადამზადება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად", - განაცხადა კვირიკაშვილმა.



მისივე თქმით, იგეგმება ძირეული ცვლილებები უმაღლეს განათლებაშიც, რათა სტუდენტებმა ისწავლონ იმ პროფესიების მიმართულებით, რომლებიც დღეს მოთხოვნადია საქართველოში.


„უმაღლეს განათლებაში ჩვენ ვაპირებთ ძირეულ რეფორმებს, რომ ჩვენმა სტუდენტებმა, რომლებიც ძალიან ბევრ რესურსს ხარჯავენ იმაში, რომ 4 წელი ისწავლონ, არ ისწავლონ იმ პროფესიების მიმართულებით, რომლებიც დღეს არ არის მოთხოვნადი საქართველოში, არამედ ისწავლონ იმ პროფესიებზე, რომლებიც უფრო მოთხოვნადია და პირდაპირ დასაქმდნენ უმაღლესი სასწავლებლის დამთავრებისთანავე", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


პრემიერმა პროფესიული განათლების პრესტიჟის ამაღლებაზეც გაამახვილა ყურადღება:


„მკაფიოდ გაწერილი გეგმა გვაქვს, თუ რა უნდა გავაკეთოთ ამ მიმართულებით და ბევრი ნაბიჯი გადავდგით კიდეც", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner