logo_geo
eng_logo
აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაცია - „ვაქცინაციის ჩატარება მნიშვნელოვანია ყველასთვის, რათა დაიცვან საკუთარი თავი და გარშემომყოფები“
- +

16 ნოემბერი. 2021. 16:39

 

მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაციამ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს - „ფაიზერსა“ და „მოდერნას“ ავტორიზაცია მიანიჭა, ქვეყნის ტერიტორიაზე 100 მილონზე მეტი ადამიანი აიცრა. ვაქცინაციის ჩატარება მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის, რათა დაიცვან საკუთარი თავი და ოჯახის წევრები:

 

  • კვლევების შედეგად უკვე დადგენილია, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ყველა ვაქცინა მაღალეფექტურია და ამცირებს ჰოსპიტალიზაციისა და ინფექციის გამო გარდაცვალების რისკებს.

 

  • კლინიკური კვლევების დროს არ მომხდარა არც ერთი ეტაპის გამოტოვება.

 

  • ყველა ვაქცინა შემუშავებულია იმ მეთოდიც, რომელიც უკვე მრავალი ათეული წელია გამოიყენება მსგავსი პრეპარატების შექმნისას.

 

  • ვაქცინები არ შეიცავს კორონავირუსის ცოცხალ შტამებს და ვაქცინაციისას ადამიანები კორონაინფექციით არ დაინფიცირდებიან.
  • ვაქცინაციის სიმპტომები (გამოვლენის შემთხვევაში) დროებითია და არ წარმოადგენს საშიშროებას ადამიანის სიცოცხლისთვის.

 

  • ვაქცინა ორგანიზმში იმუნური რეაქციის გააქტიურებას იწვევს კოვიდინფექციის წინააღმდეგ. იმუნური სისტემა სწავლობს, როგორ აღმოაჩინოს და გაანეიტრალოს ინფექციის წყარო.

 

  • არავაქცინირების შემთხვევაში, „კოვიდ-19“-ით დაინფიცირებისას, ადამიანს შესაძლოა, თვეობით გაუგრძელდეს სიმპტომები და მნიშვნელოვნად დაქვეითდეს მისი ცხოვრების ხარისხი.

 

  • ვაქცინაციის შემთხვევაში ადამიანის ორგანიზმის იმუნური სისტემა ინფექციასთან საბრძოლველად სათანადოდ იქნება მომზადებული, რაც „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევაში, სიმპტომატიკის მცირე გამოვლინებით გამოიხატება.

 

  • ვაქცინების კლინიკურ კვლევებში სხვადასხვა ტიპის ადამიანები ჩაერთნენ. კვლევებში მონაწილეობდნენ: აფროამერიკელები, ლათინური ამერიკის, ევროპისა და აზიის ქვეყნების წარმომადგენლები, ასევე, დიაბეტით, ჭარბწონიანობით, გულისა და სასუნთქი გზების და სხვა ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები, ასაკობრივი ჯგუფები...

 

  • მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვაქცინაცია ნებადართულია კვებითი ალერგიის მქონე ადამიანებისთვის, ისევე როგორც მწერებსა და სხვა ფართოდ გავრცელებულ ალერგენებზე რეაქციის მქონე პირებისთვის. ვაქცინაცია არ ტარდება იმ შემთხვევაში, თუ პირს ვაქცინის შემადგენელ კომპონენტებზე ალერგია აქვს.

 

  • ვაქცინაცია რეკომენდებულია ლაქტაციის პერიოდში, ასევე -ორსულებისთვის და მათთვის, ვინც ორსულობას სამომავლოდ გეგმავს.

 

წყარო:  https://www.hopkinsmedicine.org/health/conditions-and-diseases/coronavirus/covid19-vaccine-hesitancy-12-things-you-need-to-know

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner