logo_geo
eng_logo
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 1-ლი ნოემბრიდან დღემდე 12 017 კოლოფი სიგარეტი და 18 315 კილოგრამი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი გამოავლინეს
- +

16 ნოემბერი. 2021. 17:02

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1-ლი ნოემბრიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 12 017 კოლოფი სიგარეტი და 18,315 კილოგრამი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-რეალიზაციის 168 ფაქტი გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი.

 

ამასთან, 113 ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები სასამართლოს ქვემდებარეობის მიხედვით გადაეგზავნა, ხოლო 2 ფაქტზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა. რაც შეეხება 53 ფაქტს, ჩაითვალა არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად და შედგა შესაბამისი ამოღების ოქმები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner