logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ვართ გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს სწრაფ განვითარებას!
- +

30 ივლისი. 2016. 15:22


 

„ქართული ოცნება" ის გუნდია, რომელიც ქვეყანაში მშვიდობასა და სწრაფ განვითარებას უზრუნველყოფს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,  პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა სტეფანწმინდაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზაქარია ქუცნაშვილის ადგილობრივი მოსახლეობისთვის წარდგენისას განაცხადა.


„ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც უზრუნველვყოფთ საქართველოს სწრაფ განვითარებას, მაგრამ ამავდროულად სიმშვიდეს. ჩვენ აღარ გვინდა დაგეშილი, დაპირისპირებული, ერთმანეთზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული საზოგადოება. გვსურს მშვიდობა, გაერთიანებული საქართველო იმისთვის, რომ უკეთესი ხვალინდელი დღე უზრუნველვყოთ.

 

ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საქმეს. უზრუნველვყოფთ, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და ადამიანებმა ერთმანეთთან ნორმალურად იურთიერთონ",- განაცხადა კვირიკაშვილმა. 





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner