ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ევროკავშირი წერის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრაზე საქართველოზე ისაუბრა და თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ჩვენ რიგაში შევხვდებით ერთად უკრაინას და საქართველოს. მოუთმენლად ველოდები ორივე ქვეყნის უკრაინის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან საუბარს. დმიტრი კულებას გუშინ შევხვდი და რა თქმა უნდა რიგაში ალიანსს შესაძლებლობა ექნება ძლიერი მხარდაჭერა დაუფიქსიროს საქართველოს, უკრაინასა და მთელი შავი ზღვის რეგიონს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მან აღნიშნა, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსისთვის დიდი მნიშვნელობას წარმოადგენს.
„ნატოსთვის მათთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა საკმაოდ ღირებულია. უკრაინა და საქართველო ნატოს ახლო პარტნიორები არიან. ჩვენ მათ მხარდაჭერას ვუცხადებთ, ვეხმარებით და ვთანამშრომლობთ და პატივს ვცემთ იმ ფაქტს, რომ შავი ზღვის რეგიონში ერთად ვმუშაობთ, რაც კარგია არამარტო მათთვის, არამედ ნატოს მოკავშირეებისთვის. შავი ზღვის რეგიონი ნატოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ნატო ეხმარება უკრაინასა და საქართველოს წვრთნებით, შესაძლებლობების ზრდაში. ალიანსის წევრები მომავალი წლის ივნისში სამიტზე და უახლოეს მინისტერიალზეც ძლიერ მხარდაჭერას დააფიქსირებენ ნატოს უახლოესი პარტნიორების მიმართ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.