გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანდრიუს კალინდრას შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს ის შესაძლებლობები, რასაც ახალი საკანონმდებლო ცვლილებები იძლევა ნარჩენების და წყლის რესურსების მართვის მიმართულებით.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ წარმომადგენლები ლიეტუვიდან, ირმანტას სიდლაუსკასი და გედრიუს რუტკაუსკასი, რომლებსაც არაერთი ეკოლოგიური პროექტი აქვთ განხორციელებული როგორც ლიეტუვაში ასევე მის ფარგლებს გარეთ.
„შეხვედრაზე განვიხილეთ ლიეტუვის მაგალითი ნარჩენების დახარისხების და სეპარირების კუთხით და ვისაუბრეთ გამოცდილების გაზიარების საჭიროებაზე ევროდირექტივების ტრანსპოზიციის პერიოდში. ლიეტუვის მხარემ აღგვითქვა მხარდაჭერა შემდგომ საქმიანობაში., ასევე აღინიშნა, რომ შემუშავებული და დაგეგმილი კანონმდებლობის გათვალისწინებთ საქართველო განაგრძობს ევროპულ გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან დაახლოებას,“- განაცხადა მაია ბითაძემ შეხვედრის შემდეგ.