„ის, რასაც ახლა საზოგადოება ხედავს არი ოპოზიციის რადიკალური ბანაკის მცდელობა, რომ მუნიციპალურ არჩევნებში მარცხის შემდეგ ყურადღება გადაიტანონ სხვა ხელოვნურ, ემოციურ საკითხზე. ამ შემთხვევაში ეს არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც პარტიული ტელევიზიების საშუალებით ყველანაირად უქმნიან ემოციურ ფონს და საზოგადოებას აჯერებენ, რომ თითქოს ხელისუფლებას ან ვინმეს ამ ქვეყანაში რომელიმე პატიმარი გარდაიცვალოს შიმშილობის შედეგად“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
„თუ გავითვალისწინებთ ვინ ამბობს ამას, ეს არის უსინდისობა იმიტომ, რომ სწორედ იმ ხალხისგან გვესმის ეს კომენტარები, რომლებიც პირადად არიან პასუხისმგებლები, როგორც პოლიტიკურად ასევე სამართლებრივადაც, რომ პენიტენციურ სისტემაში მათი მმართველობის დროს, წლების განმავლობაში დაიღუპა ათასობით ადამიანი“, - აღნიშნა თალაკვაძემ.