logo_geo
eng_logo
მაია ორჯონიკიძე: ან სასწრაფოდ აგროვებ მრავალ ათიათასიან აქციას და ათასმეერთეჯერ აღარ დაშლი, ან გადადგები მაგ დაპრივატებული თანამდებობიდან!
- +

16 ნოემბერი. 2021. 18:16

 

„მივმართავ ნიკა მელიას - ან სასწრაფოდ აგროვებ მრავალათიათასიან აქციას და ათასმეერთეჯერ აღარ დაშლი - ან გადადგები მაგ დაპრივატებული თანამდებობიდან!“ - ასე მიმართავს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე პარტიის ლიდერს ნიკა მელიას სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით, კმარა ბრძოლის იმიტაცია და 60 ათასიანი აქციების დაშლა და თუ სააკაშვილი გარდაიცვლება, მელია პირადად აგებს პასუხს.

 

„მივმართავ ნიკა მელიას - ან სასწრაფოდ აგროვებ მრავალათიათასიან აქციას და ათასმეერთეჯერ აღარ დაშლი - ან გადადგები მაგ დაპრივატებული თანამდებობიდან!!!!! კმარა ბრძოლის იმიტაცია და 60 ათასიანი აქციების დაშლა!!! პირადად აგებ პასუხს თუ პრეზიდენტი გარდაიცვლება!!! პირადად!!!“ - წერს მაია ორჯონიკიძე.

 

აქვე იგი წერს, რომ ნიკა მელიამ ორჯერ დაშალა გავსებული თავისუფლების მოედანი, რაზეც მელია პასუხობს, რომ სოციალურ ქსელში პესიმიზმის ფრქვევას, ჯობია აქციაზე მივიდეს.

 

„ბრძოლა არ შედგება 1 დიდი და 2 დიდი აქციისგან და ეს თუ არ გესმით - ძალიან სამწუხაროა, ამიტომ მობრძანდით, პირადად პასუხს ვინ აგებს, ან არ აგებს - აი, ამაზე რომ ფიქრობთ და ამისთვის რომ იცლით, ეს ცალკე ტრაგედიაა“, - წერს ნიკა მელია, რაზეც მაია ორჯონიკიძე პასუხობს, რომ პესიმიზმის ფრქვევას ის კი არა, მრავალათასიანი აქციების დაშლა იწვევს:

 

„ნიკა მელია, პესიმიზმის ფრქვევას მე კი არა - მრავალათასიანი აქციების დაშლა იწვევს. თქვენი ტაქტიკა არ ამართლებს, არ ვეთანხმები და უფლება მაქვს რომ ეს განვაცხადო. ორივე მრავალათასიან აქციაზე ვიყავი და ვერაფრით მივხვდი, როგორ შეიძლებოდა მათი დაშლა. და უწყვეტ აქციებად ითვლება ის აქციები, რომელთაც პერმანენტული ლოკაცია აქვთ და საღამოობით არ იშლება. სწორედ ეს იწვევს ხალხის რიცხოვნების გაზრდას, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საპროტესტო მოძრაობის ეფექტურობისთვის“, - წერს მაია ორჯონიკიძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner