logo_geo
eng_logo
ირაკლი კოვზანაძე ფინანსთა სამინისტროს სამომავლოდ ბიუჯეტის დეფიციტის კიდევ უფრო შემცირებისკენ მოუწოდებს
- +

16 ნოემბერი. 2021. 19:13

 

 

 „ბიუჯეტის დეფიციტი რომ  ჩამოცდეს 4%-ს და ეს იქნება  რეალური  დახმარება საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ინფლაციის შემცირების საქმეში და  მნიშვნელოვანი ნაბიჯი მაკროეკონომიკური სტაბილურობის და მდგრადობის მიმართულებით“, - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ საპარლამენტო ტრიბუნიდან ფინანსთა სამინისტროს, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსიის განხილვისას. ირაკლი კოვზანაძის განცხადებით მთავრობის, კერძოდ ფინანსთა სამინისტროს  ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების მიმართულებით  გადადგმული ნაბიჯები მისასალმებელია, თუმცა  მან მოუწოდა მთავრობას  რომ ყველა ის რეზერვი რაც არის, ან რაც 2022 წლის განმავლობაში გამოჩნდება, მიმართული იყოს დეფიციტის კიდევ უფრო შემცირებისკენ.

 

ირაკლი კოვზანაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ქვეყნისთვის  მთავარ გამოწვევებზე  და ამ კუთხით ბიუჯეტის როლზე.

 

„კოვიდპანდემიამ შექმნა პრობლემები სიცოცხლის რისკის, ფიზიკური არსებობის და ამასთანავე შეცვალა ფისკალური და მონეტარული წესრიგი და რეალობა. მინდა შევეხო პრობლემებს სამივე მიმართულებით - ჯანდაცვის, ანუ პანდემიის დამარცხების, ფისკალური, ანუ საბიუჯეტო კუთხით და მონეტარული, ანუ ამ შემთხვევაში ინფლაციის კუთხით“, -აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ. მისი თქმით ქვეყანაში რთული ეპიდვითარებაა და აცრა არის კოვიდინფექტიის დამარცხების მთავარი გზა. რაც შეეხება ფასების ზრდას ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ინფლაციასთან დაკავშირებული მდგომარეობა  რთულია და მძიმე ტვირთად აწვება როგორც მოსახლეობას, ასევე ეკონომიკას.

პარლამენტის სესიაზე  2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია განიხილეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner