„ორი დღეა საზოგადოებას ატერორებთ, ვინც არ გამოხვალთ, მკვლელები ხართო. მასეთ ტონალობაში კი არა, ბოდიშებს უნდა იხდიდეთ, თქვენს პარტიულ ლიდერთან ერთად“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
„შეგიფუთავდნენ და უკან გაგატანდნენ.
ხალხი ბრბო გგონიათ.
დანარჩენ ნიუანსებს, სხვა დროს განვმარტავ.
სიმბოლოები გერევათ, განსაკუთრებით დიდ და ფერად პეროიანებს. აგიხსნით რა არის სახელმწიფო სიმბოლოები.
გირჩევთ დაუწიოთ ძალადობისკენ მოწოდებებს, სახლში მივარდნებს, თორემ ითმენს ხალხი...
იმედია, ხალხს ეყოფა მოთმინება?!“, - წერს ანალიტიკოსი.