ამირან სალუქვაძე სააკაშვილზე: მგონი კადაფიც კი არ იძახებდა თვითმფრინავით სუშს, 100 ათას დოლარად
-
+
16 ნოემბერი. 2021. 19:39
„ოპოზიციის ტელევიზიები 9 მილიონის პირადი განცხრომისთვის გაფლანგვის სასამართლო პროცესს, დღემდე "პიჯაკების საქმეს" უწოდებენ. ახლახანს, სიუჟეტში ჟურნალისტმა "დააზუსტა", "5 პიჯაკის და 1 ქაშმირის პალტოს" საქმეო.
არადა, ეს 5 პიჯაკი და 1 პალტო ჯამში 57 493 ლარია, ხოლო ედავებიან 9 მილიონამდე ლარის დახარჯვას პირადი მიზნებისთვის. აქ საუბარი არაა სახელმწიფო ან სამუშაო ვიზიტების ხარჯებზე, რომლებიც ცალკე თემაა.
ათასჯერ გამოქვეყნდა ის ჩამონათვალი, რაშიც დაიხარჯა ეს 9 მილიონი, მაგრამ არ იმჩნევენ“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
ე.წ. პიჯაკების საქმესთან დაკავშირებით, სალუქვაძე ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
„მგონი კადაფიც კი არ იძახებდა თვითმფრინავით სუშს, 100 ათას დოლარად.
ასე უტიფრად რომ იქცევით და არაფერს აღიარებთ, ბოდიშს არ იხდით, ამიტომ არ გაქვთ მოსახლეობის მხარდაჭერა და თქვენი აქტივისტებით, დიდძალი უკანონო ფინანსური და მედია რესურსებით ცდილობთ სიტუაციის დაძაბვას და ქვეყნის რყევას.
ვისაც აინტერესებს, კიდევ ერთხელ იხილეთ ამ საქმის ჩამონათვალი. ვიმეორებ, აქ არ შედის მაშინდელი პრეზიდენტის სახელმწიფო ან სამუშაო ვიზიტებისას გაწეული ხარჯები ან გადახარჯვები.
ე.წ. პიჯაკების საქმის ხარჯები:
- ტაილანდში, ქ.ფხუკეთში - სასტუმრო „AMANPURI"-თვის ანაზღაურებულია მ.სააკაშვილის სასტუმროში ცხოვრების 2 დღის ხარჯი - 60,543 ლარის ოდენობით. სინგაპურში სასტუმრო „MARINABAY SAnds“-თვის მ. სააკაშვილის სასტუმრო მომსახურებისათვის ანაზღაურებულია 40,562 ლარი, შესაბამისად ერთი დღის ხარჯმა შეადგინა 20,281 ლარი. ამასთან, მ.სააკაშვილის თანმხლებ პირებზე ლევან ვარშალომიძეზე და რაფაელ გლუქსმანზე ამავე თარიღებში და სასტუმროში თითოეულზე ანაზღაურებულმა თანხამ 1,193 ლარი შეადგინა.
- მაროკოში 3 ველოსიპედისა და ცხენის დაქირავებაზე გაწეულია შესაბამისად 1,747 და 224 ლარის ხარჯი. ამავე პერიოდში კვებაზე გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 7,177 ლარი, ტრანსპორტის დაქირავებისათვის ანაზღაურებულია 21,255 ლარი და მ. სააკაშვილის სასტუმრო მომსახურებაზე გაწეულია 7,635 ლარის ხარჯი. სულ აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ბიუჯეტიდან არამიზანობრივად გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 38,038 ლარი.
- 2011 წლის სექტემბერში, იტალიაში ვიზიტთან დაკავშირებით ბიუჯეტიდან არამიზნობრივად ანაზღაურებულმა ხარჯებმა იახტის დაქირავების ხარჯებთან ერთად შეადგინა 172,578 ლარი.
- მ. სააკაშვილსა და გიგი უგულავაზე ინსბურკში გამაჯანსაღებელ ცენტრში გასახდომი პროცედურებისათვის ბიუჯეტიდან ანაზღაურებულია დაახლობით 114,682 ლარი.
- მიხეილ სააკაშვილის ნათესავებზე - გიული ალასანიაზე, მზია წერეთელზე, თეიმურაზ ალასანიაზე, ნიკა ალასანიაზე, გიორგი ალასანიაზე სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე გადახდილია ავიაბილეთების საფასური - დაახლოებით 32 ათასი ლარის ოდენობით.
- ვერა ქობალიასთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილია მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯები 35 ათასი ლარის ოდენობით. ჩამოწერილია 444 ლარი, რომელიც ქველმოქმედებაზე გაწეულ ხარჯად არის დაფიქსირებული, თუმცა აღნიშნული ხარჯი 2010 წლის 26 თებერვალს ვერა და ნინო ქობალიების პირადობის მოწმობების და პასპორტის დამზადებისათვისაა ანაზღაურებული და წარმოდგენილი საგადახდო დოკუმენტის ჩანაწერის მიხედვით თანხის გადახდის დანიშნულების გრაფაში ზემოთ აღნიშნულ პირებზე მითითებულია „საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული“.
- ნატალია ვუსავაზე, ქრისტინა ვუსავაზე და ქსენია უსოვაზე 2011 წლის აპრილ-მაისში გაწეულია საბიუჯეტო ასიგნებებიდან 17,269 ლარის ხარჯი. აღნიშნული პირების სტუმრობასთან დაკავშირებით, ფ/პ ქრისტინა ვუსოვას დასასაჩუქრებლად გადაეცა 2 ცალი ბოტასი.
- ივანა მელაიზე გაწეულია საბიუჯეტო ასიგნებებიდან 3,386 ლარის ხარჯი, მათ შორის სასტუმრო მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯმა 1,046 ლარი, სამგზავრო ბილეთით მომსახურების ხარჯმა- 1,358 ლარი (კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებით), ხოლო მასზე საჩუქრად გადაცემული 1 ც. ძეწკვის და 1 ც. კულონის ღირებულებამ 982 ლარი შეადგინა.
- თინა ბოკუჩავასთან გადაცემულია საჩუქრად აიფონის ფირმის მობილური ტელეფონი.
- მარიამ საჯაიასთვის 4 შემთხვევაში ანაზღაურებულია მისთვის გაწეული სასტუმრო მომსახურების ხარჯი ქ. ბათუმში, ქ. დუბაიში სასტუმრო „SOFITEL"-ში ამასთან,მ. საჯაიას დასაჩუქრების მიზნით, მ. სააკაშვილისათვის 2011 წლის 20 დეკემბერს გადაცემულია პრეზიდენტის დავალებით შპს „გალერეა შარდენ"-ში შეძენილი 3,500 ლარის ღირებულების 1 ცალი სამაჯური. მარიამ საჯაიასთვის ბიუჯეტიდან გაწეულად ნაჩვენებმა ხარჯმა 10,673 ლარი შეადგინა.
- სოფო ნიჟარაძისთვის საბიუჯეტო ასიგნებებიდან 7 შემთხვევაში ანაზღაურებულია მისთვის გაწეული სასტუმრო მომსახურების ხარჯი, სამგზავრო ბილეთები და საჩუქრები. სულ სოფო ნიჟარაძეზე გაწეული მომსახურებებისთვის ბიუჯეტიდან ანაზღაურებულია 5,430 ლარი.
- ედ. სააკაშვილის სწავლებაზე გაწეული ხარჯი შეადგენს 51,100 ლარს, ხოლო ნ. სააკაშვილის შპს „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ სწავლებაზე გაწეული ხარჯი - 5,900 ლარს.
- მიხეილ სააკაშვილზე სხვადასხვა უცხოურ კლინიკებში ლაზერულ, გამაახალგაზრდავებელ და სხვადასხვა სახის კოსმეტოლოგიურ პროცედურებზე (ბოტოქსი, მეზოთერაპია, ცხიმის ამოღება, გასახდომი, სპა პროცედურები და ა.შ.) გახარჯულია დაახლოებით 400 000 ლარი.
- შიშველი სხეულით შესრულებული ნახატის შეძენა - ქალბატონ მერედიტ ოსტრომის შავ ჩარჩოში მოთავსებული 5,999 ფუნტი სტერლინგის (16,377ლარის) ღირებულების შავ-თეთრი ნახატი - ამერიკელი მსახიობის მიერ შიშველი სხეულით შექმნილი ნახატი შეძენილ იქნა მ. სააკაშვილის მიერ.
ასევე:
673 260ლ - კოსმეტიკური მომსახურება;
191 643ლ - ესპანელი მზარეულის დაქირავება;
75 181ლ - სტილისტი ალი კამალი;
6 342ლ - მარიამ საჯაიას სასტუმრო;
6 401ლ - ალანა გაგლოევას სასტუმრო;
15 873ლ - ქრისტინა და ნატალია უსოვების სასტუმრო და მგზავრობა;
38 247ლ - ვერა ქობალიას ოჯახის მგზავრობა;
5 430ლ - სოფო ნიჟარაძის სასტუმრო, საჩუქრები;
503 383ლ - სააკაშვილისთვის ავიალაინერის დაქირავება კერძო მიზნებისთვის;
45 214ლ - სააკაშვილის ლიმუზინი ქ. ვერონაში;
35 550 - სააკაშვილისთვის ველოსიპედის დაქირავება 3 წლის მანძილზე;
25 237ლ - ქ. პიზაში (იტალია) იახტის დაქირავება;
49 499ლ - 7 პიჯაკი და 1 ქაშმირის სპორტული პალტო;
7 994 - ხელით ნაკეთი 2 კოსტუმი;
53 283ლ - 10ც მაჯის საათი;
15 989ლ - ლონდონში მხატვრის მიერ მკერდით შესრულებული ნახატი;
57 000 - სააკაშვილის შვილების სწავლის საფასური;
127 858ლ - ტაილანდის კურორტ ფხუკეთში სააკაშვილის, ვარშალომიძის და ბაქრაძის 2 დღის ხარჯი: მგზავრობა, სასტუმრო, კვება.
სულ 8 837 461 ლარი“, - წერს სალუქვაძე.