საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერმა გიორგი კვირიკაშვილმა სტეფანწმინდის მოსახლეობას თიანეთის, ყაზბეგისა და დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი წარუდგინა.
პრემიერის თქმით, ზაქარია ქუცნაშვილი იქნება მოსახლეობის ხმა პარლამენტში.
„წარმოგიდგენთ ერთ-ერთ გამოცდილ პარლამენტარს, ახალგაზრდა, თუმცა გამოცდილ კაცს, და რაც მთავარია, ამ მხარის შვილს, ზაქარია ქუცნაშვილს, რომელსაც თქვენი ყველა ტკივილი სტკივა და თქვენი პერსპექტივა საკუთარ პერსპექტივად მიაჩნია, ეს არის ზაქარია ქუცნაშვილი. მხარს ვუჭერ მას", - განაცხადა კვირიკაშვილმა.