„მიილივნენ, დაცოტავდნენ, გაცვდნენ, სახეები წაეშალათ, აქ აღარ არიან, მიედ-მოედებიან, ბოდიალობენ, მაგრამ მაინც იჭინთებიან - თვითონაც წვალობენ და თავიანთ მომხრეებსაც აწვალებენ!
ხვალ, ზეგ, მასზეგ ოციოდენი, ათიოდენი, ხუთიოდენი დარჩებიან და ახალი წელიც მოგვადგება.
ჩვენ ნაძვისხეს დავდგამთ და ესენი გააპროტესტებენ, რა დროს ახალი წელია, როცა მესამე პრეზიდენტი ციხეშიაო? თუ მანამდე იშიმშილებს (რატომაც არა?), გაიჭაჭებიან, ბელადს გვიკლავენ, ნაძვისხეს არ დაგადგმევინებთო!“, - ამის შესახებ ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მიუხედავად ამისა... ესენი მაინც მიუსხდებიან ჩაზნექილ სუფრებს და თავებსაც დიდი სიამოვნებით ჩაჰყოფენ საცივის მათლაფებში. სამი კვირის შემდეგ გვარამია დატუქსავს, რა გამოშტერებულები იყურებით, თავები ისევ საცივში გაქვთ ჩაყოფილიო?!
ამ წლის დასაწყისში ეგრე იყო, მოაქუჩა თავის უბორნიაში და ლამის მათრახი ურტყა ყველას, რანაირად მოეშვით, ეგრე სად გაგონილაო? მხოლოდ ბურჯანაძემ უპასუხა, საცივში არ მაქვს ჩაყოფილი თავიო, თან ცალყბად გაეღიმა. სხვები დუმდნენ, თავები ჩაჰქინდრეს.
ჰოდა, ეხლაც ეგრე იქნება... ნახავთ!
ზალა (ზორო) მაინც იხევა, არ დავთმობთო... რა ჩემი ფეხები აქვს დასათმობი? ჩვენ მაინც ბევრნი ვიქნებითო, ავზვირთდებით და ნაპირებიდან გადმოვალთო, ამ ხელისუფლებას წავლეკავთო. ამ დროს არაქათი აღარ აქვთ, მიწოლითაც ვეღარ იქოქებიან.
აცე, ვირებო, დაიშალენით, გაზაფხულზე იონჯა ამოვა და შეიძლება გეშველოთ!“, - წერს ზედელაშვილი.