„შიმშილობა მერაბ კოსტავას შიმშილობა იყო, ხოლო გადასხმებით და ვიტამინებით შიმშილობა გამაჯანსაღებელი დიეტაა ‼️“, - ამის შესახებ „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.
„სააკაშვილის შიმშილობის კვალდაკვალ‼️
ეს დოქტორი ჰაიდერია - მან 218 დღე იშიმშილა ‼️
1986 წელს ამერიკელმა ასტროფიზიკოსმა დოქტორმა ჰაიდერმა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის წინააღმდეგ თეთრი სახლის წინ შიმშილობის აქცია მოაწყო და 218 დღე იშიმშილა. ჰაიდერი იღებდა მხოლოდ ვიტამინებს და წყალს‼️
თუ გადასხმას გაიკეთებ - ვიტამინებით იკვებები შესაძლოა 1 წელი იშიმშილო და ეს ორგანიზმისთვის სასარგებლო უფროა, ვიდრე ზიანის მომყენებელი ‼️
შიმშილობა მერაბ კოსტავას შიმშილობა იყო, ხოლო გადასხმებით და ვიტამინებით შიმშილობა გამაჯანსაღებელი დიეტაა ‼️
ამიტომ არ მჯერავს ამ ე.წ. შიმშილობის და ტრაგიკომედიის, რომელსაც ნაცები ათამაშებენ-არაა მიშა არც მაჰათმა განდი და არც მერაბ კოსტავა-მიშა ჩვეულებრივი თაღლითია“, - წერს ბრეგაძე.