logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: სად ზვიადი და სად მიშა, სად წმინდა და სად ბინძური, სად ლომი და სად კატა!
- +

16 ნოემბერი. 2021. 20:25

 

 

„ნაცებო ‼️ შეიგნეთ - უკეთუ დედამიწა და მთვარე შეერთდება, ვიდრე მიშა ზვიადს გაუტოლდება‼️“, - ამის შესახებ „ართული მარშის“ ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

 

„1993 წელს ზვიად გამსახურდია რომ დაეპატიმრებინათ და რუსთავის ციხეში ჩაესვათ - მინიმუმ 200 000 კაცი გამოვიდოდა, თავს შეაკლავდა და ტყვიების წვიმაში დადგებოდა თავისი პრეზიდენტის დასაცავად‼️

1992 წლის 2 თებერვალს პრეზიდენტ გამსახურდიას მომხრეებმა შესანიშნავად იცოდნენ, რომ მხედრიონ-კიტოვანის ბანდები დახვრეტდნენ მიტინგს, მაგრამ 200 000 პატრიოტი გამოვიდა და კალაშნიკოვის ტყვიების წვიმაში დაიცვა პრეზიდენტი ‼️

ასე იყო დელისთან, დიდუბეში, თავისუფლების მოედანზე,ზუგდიდში, წალენჯიხაში და ასე შემდეგ ‼️

ჩვენ ტყვიაზე მივდიოდით რათა დაგვეცვა ჩვენი პრეზიდენტი ‼️

მაშინ-1992-93 წლებში ვინმეს მიტინგზე წასვლის სანაცვლოდ ფული რომ შემოეთავაზებინა-ალბათ შუაზე გავხევდით, ეს იქნებოდა უდიდესი შეურაცხყოფა,ა მაზე არავის არც უფიქრია ‼️

და რა ხდება დღეს - სააკაშვილის პატიმრობისას

20-30-50 ლარის საფასურად დაქირავებული მომიტინგეები, ფულის გულისთვის ყველას მიტინგზე მოსიარულე მასა, რომლებიც სააკაშვილის გულისთვის კი არა- 30 ლარისთვის არის მიტინგზე და მას სააკაშვილი ისევე აინტერესებს, როგორც შარშანდელი თოვლი ‼️

მიუხედავად ამისა - მაინც ვერ აგროვებენ ხალხს - მაინც არ არის სახალხო მხარდაჭერა‼️

ფეხზე კიდია ხალხს სააკაშვილის შიმშილობაც და მაძღრობაც ‼️

რადგან მიშა ხელოვნურად შექმნილი მოგმირო პერსონაჟია, რომელსაც ნესლონ მანდელად არასოდეს არავინ აღიქვამს-პლასმასის “მშიშარა”ცახესად დარჩა ყველას ცნობიერებაში‼️

არ უყვარს ხალხს, არ მიაჩნია შინაურად, ჭეშმარიტ ქართველად სააკაშვილი და ვერც ეროვნულ გმირად აღიქვამს მას ‼️

არ და ვერ გამოვა მიშას ზვიადთან გაიგივება, ხალხი კარგად ხვდება- სად ზვიადი და სად მიშა, სად წმინდა და სად ბინძური, სად ლომი და სად კატა ‼️

ნაცებო ‼️ შეიგნეთ - უკეთუ დედამიწა და მთვარე შეერთდება, ვიდრე მიშა ზვიადს გაუტოლდება‼️“, - აცხადებს ბრეგაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner